ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ამის მიზეზი გახდა ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მიერ ირანში წვრთნების გავლა. ამ ტრენინგის მიზანი კი ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე თავდასხმები იყო. ამის შესახებ გენერალმა რეი ოდირნომ განაცხადა. მისი თქმით, „ქათაბ ჰეზბოლას“ შიიტური დაჯგუფება ირანის რევოლუციურმა კორპუსმა გაწვრთნა. ოდირნოს განცხადებით, ეს ირანის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობაა, რათა გავლენა მოახდინოს შეერთებული შტატების როლზე ერაყში.
პოპულარული
1