ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის პირველ დიპლომატს ირანელები აკრიტიკებენ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი სოციალურ მედიაში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ირანელების მძაფრი გამოხმაურება მის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მინისტრმა თქვა, რომ ზეწოლა, რომლის ქვეშაც დღეს ირანი აღმოჩნდა, ირანელების მიერ გაკეთებულმა არჩევანმა მოიტანა.

ზარიფმა ეს განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა. წამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ არის ირანი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო ძლიერი ზეწოლის საგანი, ვიდრე სხვა ქვეყნები, ზარიფმა უპასუხა:

„ჩვენ ავირჩიეთ სხვანაირი ცხოვრებით გვეცხოვრა. ჩვენ არ გვინდა ვიღაც გვეუბნებოდეს, როგორ ვიცხოვროთ. გვინდა ჩვენი ხალხის უფლებები ჩვენსავე კანონებზე დაყრდნობთ ვუზრუნველვყოთ. ჩვენ მმართველობის ისეთ სისტემა გვსურს, როგორიც ჩვენთვისაა სასურველი.“

ინტერვიუდან რამდენიმე საათში „ტვიტერში,“ სულ ცოტა, 5000 ჰაშტეგი გაჩნდა შინაარსით #მე_არ_ ავირჩიე ან #ჩვენ_არ_აგვირჩევია. ირანელები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ ამბობენ, რომ ირანელ ხალხს არ აურჩევია თეოკრატიული მმართველობა და ბირთვული იარაღის განვითარება, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციებით რაგირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG