ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


პარასკევს, 19 მაისს ირანელი ამომრჩევლები პრეზიდენტს ირჩევენ.

შესაძლოა პრეზიდენტი ჰასან როჰანი კონსერვატორების მხრიდან ძლიერი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს, რომლებმაც მის მიერ ირანის ეკონომიკის მართვა და დასავლეთთან ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად გააკრიტიკეს.

როჰანიმ თავისი პოლიტიკური მომავალი ბირთვულ შეთანხმებას დაუკავშირა, რომელმაც ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები შეამსუბუქა.

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, გამოკითხვის მცირე მონაცემებზე დაყრდნობით, როჰანი ფავორიტია. ისტორიაც მის მხარეზეა. 1981 წლიდან განმეორებით არჩევნებში ყოველთვის მოქმედი პრეზიდენტები იმარჯვებდნენ.

მაგრამ, დღევანდელ არჩევნებში ხმების უმრავლესობის მოპოვებას თუ ვერ შეძლებს, ერთი კვირის შემდეგ მეორე ტურში მონაწილეობა მოუწევს.

მისი მეტოქეები არიან უკომპრომისო კონსერვატორი რაისი, რეფორმების მომხრე მოსტაფა ჰაშემიტაბა და კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა მირსალიმი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG