ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


ირანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. პოსტისთვის ორი მთავარი კანდიდატი იბრძვის, ამჟამინდელ პრეზიდენტს,68 წლის ჰასან როჰანის არჩევნებში 56 წლის სასულიერო პირი ებრაჰიმ რაისი დაუპირისპირდება.

როჰანის ოთხწლიანი მმართველობისას ირანი საერთაშორისო მოლაპარაკებების ნაწილი გახდა, მათ შორის იყო შეთანხმება ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე, რომლის სანაცვლოდაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე დაწესებული სანქციები მოხსნა.


ამერიკული მედიის ცნობით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე მისცემს ხმას შეერთებულ შტატებში, სადაც სულ 55 სააარჩევნო უბანი გაიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG