ჩინეთი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების გადაწყვეტა მხოლოდ დიალოგის მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
თუმცა ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ ჯიეჩიმ პეკინში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება შეიმუშაოს არა-საბრძოლო დანიშნულების ბირთვული ტექნოლოგიები.
ჯიეჩის განცხადებით:
„ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების წინააღმდეგი ვართ. მაგრამ ამასთან, ღრმად გვწამს, რომ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესრულების შემთხვევაში თითოეულ ქვეყანას აქვს მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ენერგიის შემუშავების უფლება.“