თურქეთთან და ბრაზილიასთან მოლაპარაკებების პროცესში მყოფი ირანი დათანხმდა წინადადაებას, რომლის თანახმადაც დაბალი ხარისხით გამდიდრებული ურანი ირანიდან უნდა გააგზავნოს და მის სანაცვლოდ თეირანის კვლევითი ბირთვული რეაქტორისთვის ბირთვული საწვავი მიიღოს.
ეს გეგმა იმ წინადადების მსგავსია, რომელიც ირანს ატორმური ენერგიის საერთაშორისო სააგანტომ გასული წლის ოქტომბერში შესთავაზა. შეთავაზებას მაშინ მხარი დაუჭირა საფრანგეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ.
მაგრამ კონტექსტი შეიცვალა. ახლა 2009 წლის ოქტომბერი არ არის. ოქტომბერში ირანი შეთავაზებას დათანხმდა, მაგრამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ეცადა თავიდან შეეთანხმებინა შეთავაზების პირობები, წინადადება ფორმალურად არ აღიარა, ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე გაზარდა და ამით ბირთვული იარაღისთვის საჭირო ურანის გამდიდრების ხარისხს მიუახლოვდა და უარი განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრთან და გერმანიასთან შეხვედრაზე.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა აღიარა თურქეთისა და ბრაზილიის მიერ გაწეული ძალისხმევა. მაგრამ მან ასევე მკაფიოდ გამოხატა მოსაზრება, რომ ირანის მიერ უარის თქმა განიხილოს მისი ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ფუნდამენტური საკითხები.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პი ჯეი კროულიმ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ირანი გამდიდრებული ურანის გარკვეულ ნაწილს ქვეყნიდან გაიტანს. მაგრამ 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ კონტექსტი შეიცვალა თვით ირანის მოქმედებების გამო. ირანმა კვლავ გაიმეორა განძრახვა იმისა, რომ სურს ურანის 20 პროცემტამდე გამდიდრება, მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოცემული რამდენიმე რეზოლუციისა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ამბობს, რომ წინააღმდეგი არ არის შეხვდეს და ბირთვულ პროგრამაზე ესაუბროს გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს პლიუს გერმანიას, თეირანი ევროკავშირს არ დაკავშირებია შეხვედრის ორგანიზების მიზნით. ბატონი კროულის განცხადებით, ახლა ირანის ჯერია. მისი თქმით:
"ირანი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ მზადაა კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. ირანი უნდა გამოვიდეს და განაცხადოს, რომ მზადაა შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა, როგორც ამას გაეროს რეზოლუციები ითხოვს. ჩვენ კი გავაგრძელებთ ირანთან მუშაობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია ირანს შეინარჩუნოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მოზნებისთვის, რომლის ქონაც მისი ფუნდამენტური უფლებაა."
თეთრი სახლის წარმომადგენლის რობერტ გიბსის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან და გაეროს უშიშროების საბჭოსთან იმის მისაღწევად, რომ ირანის მთავრობისთვის გასაგები გახდეს ის, რომ ირანმა მოქმედებებით - და არა სიტყვიერად - უნდა გააკეთოს იმის დემონსტრირება, რომ მზადაა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ან იწვნიოს შედეგები, რაშიც შეიძლება სანქციებიც შედიოდეს.