ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტში ქალთა სიმამაცის ჯილდო გადასცეს


7 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა ყოველწლიურ ცერემონიას, რომლის დროსაც, მან პატივი მიაგო ათ გამორჩეულ ქალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ცერემონიას დაესწრო და მოხსენებით გამოვიდა აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი.

დაჯილდოების ცერემონია მეცამეტედ ტარდება ვაშინგტონში. ეს ჯილდო პატივს მიაგებს ქალებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე და ლიდერობა აჩვენეს მშვიდობის, კანონიერების, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ქალების გაძლიერების მიმართულებით. დაარსების დღიდან, 2007 წელს და მას შემდეგ, საპატიო ჯილდო 65 ქვეყნიდან 65 ქალს გადაეცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG