ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთება იზრდება


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლტოლვილთა და მიგრანტთა სიკვდილიანობა ეგეოსის ზღვის გადაკვეთისას- თურქეთსა და საბერძნეთს შორის დამაკავშირებელ მარშრუტზე შემაშფოთებელი ტემპით იზრდება.

შვეიცარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა აღნიშნა, რომ იანვარში 218 ადამიანი დაიღუპა სწორედ ამ მარშრუტზე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დამატებით 26 ადამიანი ლიბიიდან იტალიისკენ მიმავალ მარშრუტზე ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა.

XS
SM
MD
LG