ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიულაიდი: გვაწუხებს დაკავებები და პროპორციული არჩევნების ჩავარდნა, საქართველო დასავლური კლუბის წევრივით უნდა იქცეოდეს


ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ესტონეთი საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერას გააგრძელებს. მისივე თქმით, ის საერთაშორისო ფორუმებზე გააგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიაზე საუბარს. თუმცა, პრეზიდენტი კალიულაიდი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აწუხებს.

ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი.

„ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ,“ თქვა პრეზიედნტმა კალიულაიდმა.

მას მიაჩნია, რომ დიდი გამოწვევები ფონზე, ქვეყანას საბოლოო მიზანი არ უნდა დაავიწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მოსალოდნელი არ არის, ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ კავშირების წევრები იქცევიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ისტორიული შანსი დაკარგოს.

„მიმდინარე მოვლენები იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს მიზნები და არ დაკარგოს წინსვლის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ შედეგს ვერ იღებდე. შეიძლება არ არსებობდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შემოთავაზება, რაც სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ, ასე დარჩება. მაგრამ ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის. უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში.

არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და თუ არ აკმაყოფილებთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, გაწევრიანება ძალიან ძნელი იქნება და თქვენ შესაძლებლობების ისტორიულ ფანჯარას გაუშვებთ ხელიდან. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან. მეორეს მხრივ, მზადყოფნა აუცილებელია. არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და თუ არ აკმაყოფილებთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, გაწევრიანება ძალიან ძნელი იქნება და თქვენ შესაძლებლობების ისტორიულ ფანჯარას გაუშვებთ ხელიდან. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს. თუ გინდათ იყოთ რომელიმე კლუბის წევრი, ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ამ კლუბის წევრები,“ თქვა პრეზიდენტმა.

დემოკრატიული პროცესების დასახვეწად კალიულაიდის აზრის ერთი რამაა მთავარი -- "საქართველოს ძალიან ბევრი რეკომენდაცია აქვს მიღებული პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ, ამ რეკომენდაციებს სერიოზულად მოეპყარით. იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობდეს და ყველამ იფიქროს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი ნამდვილად მუშაობს. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია."

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე და ბორდერიზაციის პროცესზე ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს კონფლიქტებზე საკმარისად აქტიურად არ ვსაუბრობთ. მისი თქმით, ბევრია გასაკეთებელი იმის თვის, რომ მსოფლიო ლიდერებს საქართველოს კონფლიქტები ახსოვდეთ.

„წარმოდგენა არ მაქვს რატომ ხდება ის, რაც ხდება. ერთი ის ვიცი, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არალეგალურია და რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ასევე მართალია ის, რომ იმაზე, თუ რა ხდება იქ, საკმარისად არ ვსაუბრობთ. რეგიონში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა უნდა დავაფასოთ. არ უნდა ვთქვათ ის, რომ ევროკავშირს დაავიწყდა რა ხდება იქ. ფართო საზოგადოებისთვის უკრაინა, იქ მიმდინარე ომის გამო, ერთგვარად საფიქრელ თემადაა ქცეული - არა ყოველდღიურ სანერვიულოდ, მაგრამ უკრაინაზე მაინც ნერვიულობენ. ბევრი სამუშაოა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტის ასევე ახსოვდეთ ადამიანებს და პოლიტიკის მწარმოებლებს.“

ძალიან გთხოვთ, ამ რეკომენდაციებს სერიოზულად მოეპყარით. იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობდეს და ყველამ იფიქროს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი ნამდვილად მუშაობს. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტმა კალიულაიდმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია ოკუპაციის დასასრულებლად, რუსეთს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს.

„ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციას და ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა, არ ქვთ წვდომა საავადმყოფოებზე, ექიმებზე. ეს ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ და ეს საკითები წამოვჭრათ იმ ხუთი პრინციპის დაცვით, რომელზეც ევროპა შეთანხმდა რუსეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა ხდება და არ უნდა გავუშვათ ხელიდან შანსი, რომ რუსეთს შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ პრეზიდეტნმა კალიულაიდმა.

ინტერვიუს სრული ვიდეო ვერსია მოგვიანებით გამოქვეყნდება და ეთერში გავა ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG