ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორტნი: ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" არსებული კრიზისისა და სისუსტის ნიშანია


საქართველოს პარლამენტის შესასვლელი, 8 ნოემბერი, 2020
საქართველოს პარლამენტის შესასვლელი, 8 ნოემბერი, 2020
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი

„ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი რეპუტაციის მქონე ლიდერებს ნაკლებად სურთ ივანიშვილის ბრძანებების შესრულება. ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ ასევე კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩუნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკას“, თქვა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

„ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დაწყნარდეს, ის უარესდება", თქვა კორტნიმ. მას მიაჩნია, რომ კონსტრუქციული დიალოგის გარეშე დეესკალაცია რთული იქნება.

კორტნი მიმდინარე მოვლენებსა და მისი ელჩობის პერიოდთან მსგავსებებს ხედავს. „ერთი პარალელი ისაა, რომ გამსახურდიას პერიოდის შემდეგ, ქართული პოლიტიკა პოლიტიკური მესიების გავლენის ქვეშ რჩება. ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი და შემდეგ ივანიშვილი. ამან ხელი შეუშალა პოლიტიკური პარტიების განვითარებას ინტერესების სფეროების მიხედვით და არა პერსონალიების მიხედვით. შეერთებული შტატების მაგალითზე კარგად ჩანს, რამდენად მავნე შეიძლება იყოს პერსონალიებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიები. საქართველოში პარტიებმა ვერ შეძლეს პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განვითარება“, თქვა ელჩმა კორტნიმ.

მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე იურიდიული. ამიტომ მისი დაპატიმრება, დასავლეთში უკან გადადგმულ ნაბიჯად იქნება აღქმული. „მელიას დაკავებას იმდენი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ იურიდიული საკითხი. საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი დაპატიმრების მცდელობის გაგრძელება, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. დასავლეთი ამის გამო საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილო იქნება“, განაცხადა ელჩმა კორტნიმ.

ბილ კორტნისთან ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ ნახოთ შაბათს, „ტვ პირველის“ ეთერში, საღამოს 5:30-ზე, „ამერიკის ხმის“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG