ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაილსი: საქართველოში ინტერვენციით რუსეთის გავლენა გაიზარდა


ორი წელი გავიდა ყირიმის ანექსიიდან. სად არის დღეს უკრაინა?

უკრაინას სირთულეები აქვს, ერთის მხრივ რუსი სამხედროების და ნაციონალისტების გამო. მინსკის შეთანხმების მიუხედავად მათი აქტიურობა გრძელდება. უკრაინას ასევე აქვს შიდა სირთულეები. წელს იქ არჩევნები ტარდება, რასაც ჩვენ დიდი ინტერესით დავაკვირდებით.

მაიდანის რევოლუციით, შემდეგ უშუალო კონფლიქტით და ახლა სამხედრო პილოტ - ნადია სავჩენკოს სასამართლო პროცესით, უკრაინამ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო. რა მოუტანა უკრაინას ამ ინტერესმა?

კორუფციის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის და კორუფციის კონტროლზე აყვანისთვის ის აღიარებას იმსახურებს

უკრაინას დიდი ისტორია აქვს, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთის ისტორიასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მან ასევე მოიპოვა დამოუკიდებლობა. იმ ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც დამოუკიდებლობა უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში მოიპოვეს, როგორიცაა მაგალითად საქართველო და აზერბაიჯანი. უკრაინა ცდილობს გაუმკლავდეს საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, ამის პარალელურად უკრაინას უწევს რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი სირთულეების გადალახვა.

წელს უკრაინაში არჩევნებია, არჩევნებია საქართველოშიც, ვფიქრობ ეს კარგი რამეა. თუმცა, როგორც იტყვიან, კარგ არჩევნებს ყოველთვის დემოკრატიული მთავრობა არ მოჰყავს, მაგრამ დემოკრატიის მშენებლობისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი აგურია. ეს ქვეყნები ცდილობენ უფრო დემოკრატიულები გახდნენ, მე მჯერა, რომ ეს დადებითი მოვლენაა.

მაიდანის რევოლუციის მთავარი ლოზუნგი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მთავრობა შეიცვალა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით მოსახლეობა ანტი-კორუფციული ძალისხმევით კმაყოფილი არ არის. თქვენ როგორ აფასებთ ამ ძალისხმევას?

კორუფცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციას ყველა ქვეყანაში აფასებს. მათი ანგარიშებიდან ჩანს, რომ კორუფცია არის ყველგან, არის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში. ზოგან ის ადგილობრივი მმართველობის დონეზეა, ზოგან ბიზნესების და კრიმინალების დონეზე, ხდება მოქრთამვები და ასე შემდეგ. მე არ ვამბობ, რომ ყველა ერთნაირად სუფთაა.​

კორუფცია დაბალ დონეზე უნდა იქნეს დაყვანილი, რათა ხალხს ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ისინი ცხოვრობენ გარემოში, სადაც პატიოსანი კონკურენციით შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლიათ. ამ მიმართულებით ზოგიერთი ქვეყანა უფრო წარმატებულია, ვიცი რომ კორუფცია ისევ პრობლემად რჩება უკრაინაში.

საქართველოს ყოფილი მთავრობა ამაყობდა ანტი-კორუფციული პოლიტიკით. დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ ამას?

ბევრ საკითხზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე, პრეზიდენტ სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება მქონდა, ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ კორუფციის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის და კორუფციის კონტროლზე აყვანისთვის ის აღიარებას იმსახურებს. ამ თვალსაზრისით „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს წინ - 21-ე საუკუნეში, სვლისკენ დაეხმარა.

ადევნებთ თვალს სააკაშვილის საქმიანობას უკრაინაში?

ჩემი თანდასწრებით ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა.

გულწრფელად გითხრათ უფრო გართობისთვის. უცნაურად მეჩვენება როცა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის გუბერნატორი ხდება, რაც არ უნდა მნიშნელოვანი მხარე იყოს ის. ოდესა არის მნიშვნელოვანი ადგილი. უბრალოდ მე ეს უცნაურად მეჩვენება. ვიცი რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინულად საუბრობს, განათლება უკრაინაში აქვს მიღებული, არსებობს მიზეზები რატომაც არის ახლა იქ, მაგრამ ჩემთვის ეს უცნაურია.

თქვენ ახსენეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან საგარეო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებოდით. კრიტიკოსები მას ხშირად ადანაშაულებდნენ მას2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში. გავიდა 6 წელი და რუსეთი უკრაინაშიც შეიჭრა. ასუსტებს თუ არა ეს არგუმენტს მის წინააღმდეგ?

2004 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა. ეს ოპერაცია კარგად არ წარიმართა და ჯარმა მალევე უკან დაიხია, ამას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 2005 წლის მაისში, თბილისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის მთავარი მიზანი მსგავსი შემთხვევის მომავალში თავიდან აცილება იყო..

ჩემი თანდასწრებით ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა. ამან პრეზიდენტი სააკაშვილი გარკვეული პერიოდით შეაჩერა. მაგრამ მას და მისი მთავრობის წევრებს ყოველთვის სურდათ სამხრეთ ოსეთის შემოერთება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მე სრულად ვეთანხმები ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ყველამ, ვისაც კიდევ აქვს კითხვები აგვისტოს ომზე, ეს ანგარიში უნდა წაიკითხოს. ის ბრალს დებს როგორც რუსულ, ასევე ქართულ მხარეს, და ნაწილობრივ ოსურ მხარესაც. რაც 2008 წელს ვნახეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სრული კატასტროფა იყო. ამან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შანსები შეამცირა.

ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იყო. როგორ თავსდება ეს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებთან, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია?

დღეს ეს უფრო რთულია, ვიდრე 2008 წლამდე იქნებოდა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, განსაკუთრებით ეკონომიკაში. რუსული ბუნებრივი აირი ისევ გადის საქართველოს ტერიტორიას სომხეთში ჩასასვლელად, ქართული პროდუქცია ისევ იყიდება რუსულ ბაზარზე, ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება ამაზე რთულიც ყოფილა. საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ ძალისხმევა გასწია, საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან.

არსებობს მოსაზრება, რომ 2008 წელს დასავლეთის რეაქციამ რუსეთი უფრო გააძლიერა და სამომავლო აგრესიისკენ წაახალისა. ეთანხმებით ამ შეფასებას?

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს და საქართველოს მთავრობას ერჩივნა ჩვენ უფრო მკაცრი ზომები მიგვეღო, მაგრამ ეს არასდროს განიხილებოდა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამდით. ეს ასე არ ყოფილა. მე მესმის ქართველების დიდი ნაწილის იმედგაცრუება იმით, რომ შეერთებული შტატები ან საქართველოს სხვა მეგობრები და მოკავშირეები სამხედრო მეთოდებით არ ჩაერთნენ.

რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციამ რუსეთის ფედერაციის გავლენა გაზარდა. ამან აჩვენა, რომ რუსეთს აქვს პოლიტიკური მზადყოფნა თავისი საზღვრების მახლობლად სამხედრო ძალა გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG