ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ყოფილი ელჩები მარგველაშვილის ვიზიტზე


პრეზიდენტი მარგველაშვილი ვილსონის ცენტრში

ამერიკის ყოფილი ელჩები რიჩარდ მაილსი და კენეტ იალოვიცი პრეზიდენტ მარგველაშილის ვილსონის ცენტრში გამოსვლას აფასებენ.

შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი სიტყვით ვილსონის ცენტრში გამოვიდა.

ექსპერტების, დიპლომატების და რეგიონის მკვლევარების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა რუსეთის სამეზობლო აგრესიაზე, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე და რეგიონის პოლიტიკაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ამერიკის ხმის ქართული რედაქცია შეერთებული შტატების ყოფილ ელჩებს ესაუბრა.

რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

რიჩარდ მაილსი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში:

„ვფიქრობ მან ნათლად ჩამოაყალიბა მისი მესიჯი, როგორც მან დღეს კენანის ინსტიტუტში თქვა, მისი მესიჯია სურვილი საქართველო წინ წავიდეს დემოკრატიულ პროცესებში, განსაკუთრებით კი საქართველოს უსაფრთხოების დაცვა და საერთაშორისო პოლიტიკაში მისი ადგილის პოვნა. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია.... ვფიქრობ პრეზიდენტი უფრო რეალისტურია მსოფლიოში საქართველოს როლზე, ის გარკვევით აყალიბებს ამ შეხედულებებს, რამაც ვფიქრობ 2008 წლის შემდეგ არსებული გადამეტებული რიტორიკა დააწყნარა, ვფიქრობ ქართველებს თავიანთ თავზე, საზოგადოებაზე და მომავალზე უფრო რეალისტური წარმოდგენები აქვთ, რაც მიმაჩნია, რომ ჯანსაღი მდგომარეობაა.“

კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩ საქართველოში
კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩ საქართველოში

კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში:

„პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ქვეყანაა, მას აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, აბრეშუმის გზაზე მისი როლი, მისი მნიშვნელობა დასავლური ღირებულებების დაცვაში. პრეზიდენტის მისი მთავარი მოწოდება იყო, არ დავივიწყოთ საქართველო, რომელსაც რთული მდებარეობა აქვს და რთული დრო უდგას. პრეზიდენტმა ამერიკას თავისუფალ ვაჭრობაში ხელშეწყობა სთხოვა დასეპარატისტული რეგიონების არ აღიარების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან ასევე იმის აღიარებისკენ მოგვიწოდა, რომ საქართველო იმ რეგიონში ძლიერი ღირებულებების და ღიაობის ლიდერია და ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას.“

პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლის სრული ჩანაწერი, ვილსონის ცენტრი, 1 ოქტომბერი, 2015წ.

XS
SM
MD
LG