ოთხშაბათს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ კენჭისყრაზე სირიის ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა უფრო შესუსტებული ჩანდა ვიდრე მანამდე. სიმბოლურ რეზოლუციას მხარდამჭერთა უფრო ნაკლები ხმა ჰქონდა ახლა. თითქმის ორჯერ გაიზარდა მათი რაოდენობა ვინც თავი შეიკავა ცხრა თვის წინ ანალოგიური რეზოლუციის მიღების დროს. გაეროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშიერი მოგვითხრობს.
გაეროს უშიშროების თხუთმეტ წევრიან საბჭოზე უმოქმედობის გაგრძელების მიზნით ყატარმა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანამ რამდენიმე კვირის წინ გაეროს გენერალურ ასამბლეას სირიის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღება მოთხოვა, სადაც სიტუაცია სულ უფრო რთულდება.
იმავე დროს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა წამოაყენეს ინიციატივა მომავალ თვეს კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომლის მიზანი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვაა.
რუსეთის, სირიის და რამდენიმე სხვა ქვეყნის პროტესტი რომ არა, გენერალური ასამბლეის ქმედება უფრო კონტრპორდუქტული იქნებოდა, თუმცა რეზოლუციის სამუშაო ვარიანტს ოთხშაბათს მხარი 107 დაუჭირა, 12 წინააღმდეგ წავიდა ხოლო 59-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის სამუშაო ვარიანტი მიესალმება სირიაში ეროვნული ოპოზიციური კოალიციის შექმნას, როგორც „ ეფექტურ წარმომადგენლებს, რომელთაც წვლილის შეტანა შეუძლიათ ხელისუფლების გადაცემის პროცესში“.
რეზოლუცია ასევე სირიის ოპოზიციას და ასადის მთავრობას დიალოგის ფორმით პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს.
შეერთებული შტატები, რომელიც სხვა 60 ქვეყანასთან ერთად ამ რეზოლუციის ავტორია, არ იზიარებს, რომ ეს დააზიანებს ძალისხმევას დაპირისპირებული მხარეების მონაწილეობით დიალოგის გამართვის თაობაზე. გაეროში ამერიკის ელჩის მოადგილემ როზმარი დიკარლომ ამ თემაზე კომენტარი კენჭისყრამდე გააკეთა.
როზმარი დიკარლო: ჩვენი ხედვით, წარმოდგენილი რეზოლუცია ბოლო ინიციატივასთან თანმხვედრია. ამ რეზოლუციის მიღება იქნება მკაფიო სიგნალი, რომ საკითხის პოლიტიკური მოწესრიგება, რისკენაც ჩვენ ყველა მივილტვით, საუკეთესო გზა არის სირიელი ხალხის ტანჯვის დასასრულებლად.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რეზოლუციის სამუშაო ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს, როგორც მოსალოდნელი იყო არიან რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ვენესუელა. თუმცა გასულ აგვისტოსთან შედარებით როცა გენერალურმა ასამბლეამ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით სირიასთან დაკავშირებული სხვა რეზოლუცია მიიღო, ამჯერად თითქმის ორჯერ გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა რომლებმაც თავი შეიკავეს კენჭისყრისგან. დღეისათვის 26 ქვეყნით ნაკლებმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ზოგიერთი დიპლომატის მოსაზრებით ეს სირიის გახლეჩილი ოპოზიციის და ექსტრემისტული ელემენტების გავლენით მოხდა.
70 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა სირიაში მიმდინარე ბრძოლებს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ექვს მილიონზე მეტი იძულებული გახდა დევნილი გამხდარიყო და თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში მოეძებნა, რამაც რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.