ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარაიაში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა


საერთაშორისო სამაშველო ორგანიზაციებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად მოახერხეს სირიის ქალაქ დარაიაში პირველადი მოხმარების საგნების და საკვების ჩატანა.

სირიის არაბულმა წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ და გაერომ ერთი თვის სამყოფი საკვების და სამედიცინო საშუალებების ჩატანა შეძლეს. დარაია სირიის სამხრეთ-დასავლეთში, დედაქალქ დამასკოს მახლობლად მდებარეობს და 2012 წლიდან მოყოლებული მას მეამბოხეები აკონტროლებენ.

გაეროს სპიკერის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა 2400 ადამიანისთვის ერთი თვის სამყოფი საკვები ჩაიტანეს, ასევე ჩატანილია მედიკამენტები ქალაქის 4000 მოსახლისთვის.

გაეროს მონაცემებით, სირიაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია სამხედროების ალყაში. მათ დიდ უმრავლესობას სამთავრობო ძალები აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG