სოციალური ქსელი "ინსტრაგრამი" ბოდიშს იხდის, რეჟისორ პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის ოფიციალური პოსტერის წაშლისთვის. პოსტერის წაშლის მიზეზი ის იყო, რომ მასზე ქალის ძუძუს თავი ჩანს. პოსტერის დიზაინერმა ამ ფაქტს ცენზურა უწოდა და მომხდარი გააპროტესტა.
"ინსტაგრამის" მშობელმა კომპანია "ფეისბუქმა", სააგენტო "ასოშიეთიდ პრესთან" კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ალმოდოვარის ფილმ "ერთნაირი დედები" (Madres Paralelas) პოსტერზე მეძუძური ქალის მკერდი ჩანდა, რაც არღვევს მათ წესებს სიშიშვლის ჩვენებასთან დაკავშირებით.
"თუმცა, ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისებს სიშიშვლის გამოჩენაზე კონკრეტულ გარემოებებში. მათ შორისაა ის შემთხვევები, როდესაც ხელოვნებასთან გვაქვს საქმე. ამის გამო, ჩვენ აღვაგდინეთ ალმადოვარის ფილმის პოსტერი და მისი გაზიარების ფუნქცია "ინსტაგრამზე" და გულწრფელად ვწუხვართ ნებისმიერი დაბნეულობისთვის, რომელიც გამოვიწვიეთ",- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" ამ წესებმა, სიშიშვლის ჩვენებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ამის გამო, სოციალურ ქსელში ახალი ჰეშთეგიც შეიქმნა #FreetheNipple, ანუ თავისუფლება ძუძუს თავებს. ამ ჰეშთეგით, ბევრი არტისტი და ცნობილი ადამიანი დებს საკუთარი, თუ სხვისი სხეულის ფოტოებს/ნახატებს წესების არსებობის მიუხედავად. სოციალური ქსელებში ეს აკრძალვა მხოლოდ ქალებზე ვრცელდება და მამაკაცებს არ ეხებათ.
პოსტერის ესპანელმა დიზაინერმა, ხავიერ ხანმა "ასოშიეთიდ პრესს" უთხრა, რომ პირადად ალმოდოვარისგან აქვს მხარდაჭერა. დიზაინერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "ის [ალმადოვარი] ფილმებს პოსტერებთან ერთად მთელი ცხოვრების განმავლობაში ამზადებდა, ბევრად ადრე, ვიდრე "ინსტაგრამი" იარსებებდა და ასე გააგრძელებს "ინსტაგრამის" შემდეგაც".
"ეს, ალბათ პირველი რამაა, რაც ვნახე, როცა დავიბადე. ისეთი კომპანია კი, როგორიც "ინსტაგრამია", მეუბნება, რომ ჩემი ნამუშევარი საშიშია, რომ ხალხმა ის არ უნდა ნახოს, რომ ეს პორნოგრაფიაა. რამდენ ადამიანს ეუბნებიან, რომ მათი სხეული ცუდი და საშიშია?"- ამბობს პოსტერის ავტორი. მისმა ასეთმა გამოხმაურებამ დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა სოციალურ ქსელში.
ალმადოვარის ფილმი კი, რომელშიც მთავარ როლს პენელოპე კრუზი თამაშობს, ვენეციის ფესტივალს 1 სექტემბერს გახსნის.
Facebook Forum