ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ცუნამის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს


სუმური, ინდონეზია, 24 დეკემბერი, 2018 (ფოტო: AP)

ინდონეზიაში შაბათს მომხდარი ცუნამის შედეგად მსხვერპლი 373-მდე გაიზარდა, აცხადებს ქვეყნის სტიქიური უბედურებების მართვის სამსახური.

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია, სულ ცოტა, 1459 ადამიანი. შაბთს მომხდარი ცუნამის შემდეგ 100 ადამიანს მაშველები დღემდე ეძებენ.

სუნდას პროვინცია, 24 დეკემბერი, 2018 (ფოტო BNPB)
სუნდას პროვინცია, 24 დეკემბერი, 2018 (ფოტო BNPB)

ცუნამი ბანტენის პროვინციაში მოხდა. სტიქიამ 1000-ზე მეტი შენობა, მათ შორის, 700-მდე სახლი დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა. ზოგიერთ რაიონს ელექტრო ენერგია ჯერ ისევ არ მიეწოდება.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს, საღამოს 9 საათზე კრაკატოას ვულკანმა ამოხეთქა, 9:30-ზე კი ცუნამი მოხდა. სააგენტო აცხადებს, რომ „ცუნამი წყალქვეშა მეწყერებმა გამოიწვია, რომლებიც კრაკატოას ამოფრქვევას მოჰყვა.“

კრაკატოას ვულკანის ამოფრქვევა, 23 დეკემბერი, 2018
კრაკატოას ვულკანის ამოფრქვევა, 23 დეკემბერი, 2018

ინდონეზიის გეოლოგიური სააგენტო კი ამბობს, რომ ვულკანის ამოფრქვევასა და ცუნამის შორის კავშირის დადგენა რთულია, რადგან კრაკატოა ივნისის შემდეგ აქტიური ვულკანია და ამ პერიოდში რამდენიმე მძლავრი ამოფრქვევა მოხდა, რომლებსაც ცუნამი არ გამოუწვევია.

„ამერიკის ხმასთან“ კომენტარში გეოლოგიური სააგენტოს პრეზიდენტი რუდი სუჰენდარი აცხადებს, რომ ცუნამის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მუშაობა ჯერ გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG