ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


კვირას ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა, 162 კი დაშავდა.

კუნძული ლომბოკი, სადაც მიწისძვრა მოხდა, ორშაბათს ინდონეზიის პრეზიდენტმაც მოინახულა და მათ, ვინც მიწისძვრის გამო სახლი დაკარგა, ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. კუნძულზე ათასობით სახლია დაზიანებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად შემდგომი პატარა ბიძგებისა, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

მოსახლეობას პრეზიდენტმა უთხრა, რომ ისინი ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. მიწისძვრები ინდონეზიისთვის უცხო არაა.

ასობით მოლაშქრემ, ტურისტმა და გიდმა, რომლებიც მთა რინჯანთან იყვნენ გაჩერებულნი, ორშაბათს უკან დაბრუნება შეძლეს. რინჯანის ეროვნული პარკის დირექტორი ამბობს, რომ ბევრმა უცხოელმა, ჯამში კი სულ 500-ზე მეტმა ადამიანმა მთაზე გაატარა ღამე, რადგან მეწყრისგან თავისუფალ გზებს ვეღარ პოულობდნენ. ამავე მთაზეა განლაგებული ინდონეზიის სიმაღლით მეორე ვულკანი.

შესაბამისი სამსახურების ცნობით, დროებით თავშესაფრებში 5000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება და მათ ახლა ყველაზე მეტად სუფთა წყალი სჭირდებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG