ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერმა მიწისძვრამ წყნარ ოკეანეში ცუნამის საფრთხე შექმნა


8.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა წყნარ ოკეანეში, ალასკასთან ახლოს, კოდაკის კუნძულიდან 280 კილომეტრის მოშორებით. შეერთებული შტატების ალასკის სანაპიროზე და კანადის ბრიტანული კოლუმბიის სანაპირო ზოლზე ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.

მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა ცუნამის გაფრთხილება გააუქმეს. ასევე გაუქმდა ზოგიერთი ადგილობრივი მთავრობის მოწოდება მაღალ ადგილებში ევაკუაციის შესახებ.

რამდენიმე საათით ადრე, დაახლოებით 5 ათასი კილომეტრის დაცილებით, იაპონიაში ვულკანმა ამოხეთქა. დაიღუპა იაპონელი ჯარისკაცი და ათეულობით მოთხილამურე დაშავდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მოთხილამურეებს თავზე ჯერ ქვები აცვიოდათ, შემდეგ კი ისინი ზვავის ქვეშ მოყვნენ. მაშველებმა მათი დროულად ამოყვანა შეძლეს. სათხილამურო კურორტზე დენი გამოირთო და 80 მოთხილამურე მთის წვერზე რამდენიმე საათიან ბლოკადაში მოექცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG