ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალქვეშა გემი სავარაუდოდ ჩაძირულია - ინდონეზიის მედია


წყალქვეშა ხომალდი "ნანგალა-402", 6 თებერვლის ფოტო

ინდონეზიის საზღვაო ფლოტი აცხადებს, რომ დაიკარგა წყალქვეშა ხომალდი "ნანგალა-402", რომელზეც 53 მეზღვაურისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფებოდა. გემიდან სიგნალი ჯაკარტამ ბოლოს საკურორტო კუნძულ ბალის ჩრდილოეთ, დაახლოებით 95 კილომეტრ მანძილზე მდებარე წყლებიდან მიიღო.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყალქვეშა ხომალდი საწვრთნელ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობს, როცა დაგეგმილ ზარზე პასუხი არ მოვიდა. რეგიონში სამძებრო გემებია გაშვებული.

სამაშველო ოპერაციაში დახმარება ინდონეზიამ ავსტრალიას და სინგაპურს სთხოვა, რომელთაც სპეციალურად წყალქვეშა ნავების დამხმარე ტექნიკა აქვთ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდონეზიის საზღვაო ფლოტში ეჭვობენ, რომ წყალქვეშა ხომალდი ჩაიძირა. წყლის სიღრმე იმ რეგიონში, სადაც სავარაუდოდ კატასტროფა მოხდა, 700 მეტრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG