ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კურსკის" ჩაძირვიდან 20 წელი გავიდა


კურსკი

ბარენცის ზღვაში რუსული ატომური წყალქვეშა ნავის "კურსკის" ჩაძირვიდან 20 წელი გავიდა. შემთხვევის დროს ეკიპაჟის ყველა წევრი (118) დაიღუპა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქება ტორპედოების ნაკვეთურში მოხდა ერთ-ერთი ტორპედოს ნაპრალიდან წყალბადის ჟანგის გაჟონვის გამო. აფეთქების შემდეგ ცოცხალი გადარჩა 23 მეზღვაური, მაგრამ ისინი ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალნენ.

ოფიციალური მონაცემებით, „კურსკი“ სასწავლო იერიშისთვის მზადების პროცესში ტორპედოს აფეთქების გამო ჩაიძირა. ნავში 118 მეზღვაური იმყოფებოდა. 21 აგვისტოს მაშველებმა ლუკის გახსნა შეძლეს. ნავის ხმელეთზე ამოტანას 1 წელი დასჭირდა.

118 ადამიანის დაღუპვის დროს ვლადიმირ პუტინმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა "ის ჩაიძირა" რა დროსაც მას მომღიმარი სახე ჰქონდა, მომხდარის დროს კი ის შვებულებაში იმყოფებოდა და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია, ამ მიზეზების გამო მას დღემდე აკრიტიკებენ.

დღეს წყალქვეშა ნავში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG