ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობა ინდონეზიაში


ჯაკარტაში წყალდიდობის გამო სამთავრობო და ბიზნეს ოფისები დაიხურა

გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად ინდონეზიის დედაქალაქის დიდი ნაწილი წყლით დაიტბორა. წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
ხუთშაბათს ჯაკარტაში წყალდიდობის გამო სამთავრობო და ბიზნეს ოფისები დაიხურა.14 მილიონიან ქალაქში ძირითადი გზები დატბორილია.
სინოპტიკოსების ვარაუდით, წვიმის სეზონი გაძლიერდება და ნალექიანობაც შესაბამისად მოიმატებს.
ინდონეზიის მთავრობამ გახანგრძლივებული წვიმები მაღალი საფრთხის მქონე სტიქიად შეაფასა.
დედაქალაქში წყალიდოდობას უკვე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 200,000-მა კი დედაქალაქის გარეუბანს შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG