ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში მორიგი მიწისძვრის მსხვერპლს ითვლიან


კვირას, ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანია დაღუპული. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მსხვერპლის დიდი ნაწილი ადამიანების შენობების ნანგრევებში მოყოლამ გამოიწვია.

მიწისძვრა ტურისტულ კუნძულ ლომბოკზე მოხდა, სადაც სულ რაღაც ორი კვირის წინ, ძლიერმა მიწისძვრამ 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრე 6.9 ბალს შეადგენდა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

მიწისძვრის შემდეგ, ვულკანოვან მთა რინჯანიდან რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერი მთაზე 29 ივლისს მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც დაფიქსირდა. მაშინ ასობით ადამიანი დანარჩენ სამყაროს საათობით მოწყვიტილი იყო და 17 ადამიანი დაიღუპა კიდეც.

რინჯანის მთა ინდონეზიის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ინდონეზიაში ამ ადგილს ხშირი მიწისძვრების გამო, "ცეცხლოვანი რკალი" შეარქვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG