ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს დელიში მომხდარი ტერაქტის გამოძიება


მიმდინარეობს დელიში მომხდარი ტერაქტის გამოძიება
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორშაბათს ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქება გარგად გაწვრთნილი ტერორისტის ნამოქმედარია, სამიზნეს კი ისრაელის ელჩის მეუღლე წარმოადგენდა. ბატონი ჩიდამბარამის განცხადებით, ბომბი მანქანაზე მოტოციკლეტისტმა მიამაგრა, რომელიც რამდენიმე წამში ამოქმედდა. ამ დროისათვის ელჩის მეუღლის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც "კრიტიკულს, მაგრამ სტაბილურს". ამჟამად ის მკურნალობს მრავლობით ჭრილობას და ხერხემლის დაზიანებას. ორშაბათის აფეთქება დელის საკმაოდ უსაფრთხო რაიონში მოხდა, პრემიერ მინისტრის რეზიდენციის მახლობლად.

XS
SM
MD
LG