ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში, ისარელის საელჩოს მანქანაში ბომბი აღმოაჩინეს


საქართველოში, ისარელის საელჩოს მანქანაში ბომბი აღმოაჩინეს
საქართველოში, ისარელის საელჩოს მანქანაში ბომბი აღმოაჩინეს

ისრაელის ხელისუფლების განცხადების თანახმად ინდოეთსა და საქართველოში ამ ქვეყნის საელჩოს კუთვნილ ავტომანქანებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

ისრაელის ხელისუფლების თქმით, დელიში მომხდარი აფეთქების დროს ორი ადამიანი დაშავდა. საქართველოში აღმოჩენილი ბომბის გაუვნებელყოფა კი აფეთქებამდე მოხერხდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით: “ამ ტერაქტების უკან ირანი დგას. ეს ქვეყანა დიდი ხანია ტერორიზმის სპონსორია მთელ მსოფლიოში და ისრაელის უშიშროების სამსახური ადგილობრივ პოლიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს ამგვარი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ბომბი ისარელის საელჩოს მძღოლის რომან ხაჩატურიანის მანქანაში აღმოაჩინეს, რომელსაც თავად აღმოუჩენია ასაფეთქებლი მოწყობილობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

XS
SM
MD
LG