ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პრემიერი ქაშმირის სტატუსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იცავს


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ქაშმირის რეგიონის შესახებ თავის გადაწყვეტილებას იცავს. მოდიმ გადაწყვიტა, რომ სადავო რეგიონის ინდურ ნაწილს აქამდე მოქმედი ნახევრად-ავტონომიური სტატუსი გაუუქმოს.

მან ამ გადაწყვეტილების თაობაზე ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ნარენდრა მოდი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი კორუფციასთან და ნეპოტიზმთან საბრძოლველად, ასევე ქალთა უფლებების დასაცავად გადადგა. მისი თქმით, ძველი შეთანხმება ჯამუში, ქაშმირსა და ლადახში სოწრედ კორუფციასა და ნეპოტიზმს უწყობდა ხელს. ამავე დროს კი იქმნებოდა არასამართლიანი, უთანასწორო გარემო ქალების, ბავშვებისა და სხვა თემებისთვის. თუმცა, კანონი ასევე იძლევა საშუალებას, რომ ინდოეთის სხვა რეგიონების მკვიდრებმა ქაშმირში ქონება შეიძინონ, ეს კი, კრიტიკოსების აზრით, ადგილობრივი მუსლიმი უმრავლესობის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება და დაასუსტებს მათ.

ინდოეთის მიერ კონტროლირებულ, ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჰიმალაურ რეგიონში ვითარება 4 აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. ინდოეთმა ათობით ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა მისი მიმართულებით გაგზავნა და რეგიონი გარესამყაროს მოსწყვიტა. ქაშმირის ასობით ლიდერი კი შიდა პატიმრობაშია იმისთვის, რათა რეგიონის ასევე ძალადობრივი პასუხი შესუსტდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG