ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში თვითმკვლელობებმა იმატა


ანგარიში პარასკევს ბრიტანულ ჟურნალ "The Lancet"- ში გამოქვეყნდა

ახალი კვლევებით დასტურდება, რომ ინდოეთში ახალგაზრდების სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზი - თვითმკვლელობაა. ამ მხრივ ინდოეთი მსოფლიოში ერთერთ პირველ ადგილზე დგას.

ახალი ანგარიში პარასკევს ბრიტანულ ჟურნალ "The Lancet"- ში გამოქვეყნდა. კვლევებმა გამოავლინეს, რომ დაღუპულ ქალთა 56% და მამაკაცთა 40% ასაკით 15-დან 29 წლამდეა.

ინდოეთში ახალგაზრდა ქალების სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ფეხმძიმობა და ნაადრევი მშობიარობაა. ახალგაზრდა ინდოელი მამაკაცების უმეტესობა კი, ავტოავარიებში იღუპება. თვითმკვლელობის შემთხვევებსაც თითქმის იგივე მაჩვენებლები აქვს.

ექსპერტების აზრით, ახალგაზრდა ინდოელი ქალების თვითმკვლელობის მთავარი გამომწვევი მიზეზი- თავისუფლების შეზღუდვა და ოჯახში მამაკაცის პრივილეგიები და გენდერულ ნიადაგზე ძალადობაა.

XS
SM
MD
LG