ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელა საავადმყოფოში რჩება


სამხრეთ აფრიკის ყოდილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კვლავ „სერიოზულად, თუმცა სტაბილურად“ აფასებენ. მანდელა მესამე დღეა პრეტორიის საავადმყოფოში ფილტვების ხელმეორე ინფექციას მკურნალობს.

პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას ადმინისტრაციამ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მანდელას მდგომარეობა არ შეცვლილა მას შემდეგ რაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს.

ზუმას წარმოამდგენელმა მაკ მაჰარაიმ განაცხადა:

„ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელია და ის პრეტორიის საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე ხანს დარცება. პრეზიდენტი ზუმა ყველა სამხრეთ აფრიკელს მოუწოდებს ამ განსაცდელის ჟამს მისთვის ვილოცოთ.“

94 წლის ეროვნული გმირი დეკემბრის შემდეგ უკვე მეოთხედაა ჰოსპიტალიზირებული. სამხრეთ აფრიკელებს ის ერის მამად მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG