ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელა კვლავ საავადმყოფოშია


მანდელას მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ამჯერად მიერთებული არ არის

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, პრეტორიის ჰოსპიტალში იმყოფება. მას ფილტვების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების განცხადებით, მანდელას მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ამჯერად მიერთებული არ არის. იმავე ინფექციის გამო მანდელა საავადმყოფოში აპრილშიც მოათავსეს და 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. პარასკევს მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია კვლავ აუცილებელი გახდა.

ნელსონ მანდელა სიცოცხლეშივე ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ გმირად აღიარეს. აპარტეიდის დამარცხებას მან თითქმის მთელი სიცოცხლე შეალია და ცხოვრების საუკეთესო წლები, 27 წელი ციხეში გაატარა. ნობელის პრემიის ლაურიატი 18 ივლისს 95 წლის ხდება.
XS
SM
MD
LG