ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მინისტრის ვიზიტი ინდოეთში


ირანმა ნავთობის გადამუშავების ბიზნესში მოღვაწე ინდოელ ბიზნესმენებს სახელმწიფო დაზღვევის კონტრაქტები შესთავაზა

ირანის ნავთობის მრეწველობის მინისტრი ინდოეთში იმყოფება სავაჭრო ხელშეკრულების დადების მიზნით. როსტამ ქასემი დღეს ინდოელ კოლეგას ვირაპა მოილის შეხვდა.

მხარეებმა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ შემოღებული ეკონომიკური სანქციების ფონზე ნავთობის მრეწველობაში წარმოქმნილ პრობლემებზე იმსჯელეს.

ირანმა ნავთობის გადამუშავების ბიზნესში მოღვაწე ინდოელ ბიზნესმენებს სახელმწიფო დაზღვევის კონტრაქტები შესთავაზა, თუმცა სანქციების მოქმედება მათაც შეეხებათ.
XS
SM
MD
LG