ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში არჩევნები სრულდება


ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ინდოეთის 814 მილიონზე მეტი აღრიცხული ამომრჩეველი ეტაპობრივად აძლევდა ხმას

მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა თავის უზარმაზარ ეროვნულ არჩევნებს ამთავრებს.

ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ინდოეთის 814 მილიონზე მეტი აღრიცხული ამომრჩეველი ეტაპობრივად აძლევდა ხმას.

ჩრდილოეთ შტატის, უთარ პრადეშის და აღმოსავლეთ შტატების, დასავლეთ ბენგალის და ბიჰარის ამომრჩევლებისთვის, ორშაბათი ხმის მიცემის ბოლო დღეა. დასავლეთ ბენგალში, რეგიონულმა კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ სხვა პარტიასთან შეტაკებისას ატეხილ სროლაში, მათი ზოგიერთი წევრი დაიჭრა.

პარასკევისთვის, თითქმის ერთი მილიონი საარჩევნო უბნის შედეგების გამოქვეყნება იგეგმება. ეგზით პოლებს, რომლებიც გასულ არჩევნებზე არასწორი იყო, მოგვიანებით, ორშაბათს ელიან.

ბრძოლა პარლამენტის ქვედა პალატის ყველა, 543 ადგილისთვის მიმდინარეობდა.

ოპოზიციური ბჰარათია ჯანათა პარტია მმართველი კონგრესის პარტიის ჩანაცვლებას გეგმავს და უმოძრაო ეკონომიკის გამოცოცხლების პირობას დებს. ათწლიანი მმართველობის განმავლობაში, კონგრესის პარტია მაღალი დონის კორუფციის რამდენიმე სკანდალში გაეხვა.
XS
SM
MD
LG