ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრემიერი ინდოეთში ვიზიტით ჩავიდა


ახალი პრემიერ მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ინდოეთში იმის გამო დაიგეგმა

ჩინეთის პრემიერ მინისტრი ლი კექიანგი კვირა დილას ინდოეთს სამ დღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰიმალაის მთებში სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა მოიხსნა და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მშვიდობიანად დასრულდა.

ჩინეთი აცხადებს, რომ ახალი პრემიერ მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ინდოეთში იმის გამო დაიგეგმა, რომ ხაზი გაესვას იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პეკისნისთვის დელისთან დადებითი ურთიერთობები.

წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე მსხვილი ორი სახელმწიფო ერთმანეთთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ეცდება.
XS
SM
MD
LG