ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი დისიდენტის ძმა ცემეს


ჩენ გიანგფუს ორი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და რამდენიმე წუთის განმავალობაში სცემდა

ჩინელი დისიდენტის ჩენ კუანგჩენგის ძმა აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაქირავებულმა პირებმა მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
ჩენ გიანგფუს თქმით, პროვინცია შანდოგნში შინ მიმავალს გზაზე ორი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და რამდენიმე წუთის განმავალობაში სცემდა. თავდასხმის დროს დისიდენტის ძმას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
56 წლის ჩენ გიანგფუ ჩინელი ბრმა დისიდენტის უფროსი ძმაა,რომელიც გასულ წელს მთავრობის მხრიდან დევნას გაექცა და ამერიკის საელჩოს შეაფარა თავი. ჩენ კუანგჩენგი ამჯამად შეერთებულ შტატებშია და აცხადებს, რომ პეკინი მის ოჯახზე ზეწოლას აქტივისტური საქმიანობის და ქვეყნიდან გაქცევის გამო ახორციელებს.
XS
SM
MD
LG