ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველების ცნობით, ინდოეთის საწარმოში მუშების ექსპლუატაცია ხდება


ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინდოეთის აგურის გამოწვის ინდუსტრიაში დასაქმებული მილიონობით მუშა, თავსმოხვეული ვალის და დაბალი ხელფასის დაუსრულებელ წრეშია მომწყვდეული, რაც მათ აიძულებს, საკუთარი შვილებიც სამუშაოდ იმავე ცხელ და მტვრიან აგურის გამოსაწვავებში მიიყვანონ.

მონობის საწინააღმდეგო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის შტატ პუნჯაბში, სულ მცირე 100 ათას აგურის გამოსაწვავ საწარმოში, დაახლოებით 23 მილიონი მუშაა დასაქმებული. აგურის წარმოების სეზონის დაწყებამდე, საწარმოს მფლობელები თითქმის ყველა მუშას სესხს აძლევენ და თავიდანვე ვალს ადებენ. მთელი სეზონის განმავლობაში, რომელიც 10 თვემდე გრძელდება, მათ ხელფასიდან უქვითავენ. ბუღალტერიას არ აწარმოებენ, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ მუშებს კუთვნილზე ნაკლები გადაუხადონ.

ცხელი ამინდის თვეებში, 14 წლამდე ასაკის ბავშვების 80 პროცენტამდე, დღეში საშუალოდ ცხრა საათს მუშაობს.

კვლევაში ნათქვამია, რომ აგურის საწარმოებში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია. ჰაერი მტვრით და სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით არის გაჯერებული და წყალგაყვანილობა არ არსებობს. მთელი ოჯახები რვა კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის ოთახებში ცხოვრობენ.

ინდოეთის მთავრობას მოუწოდებენ, ოცდამეერთე საუკუნისთვის შეუფერებელი ასეთი ექსპლუატაცია დაასრულოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG