ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისი და ბლინკენი მიუნხენის კონფერენციაზე ნატოს წევრებს ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნებენ


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიუნხენში, ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე დასასწრებად მიდიან. ჰარისსა და ბლინკენს ახლა მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ამერიკა დაიცავს ნატოს მოკავშირეებს ნებისმიერი საფრთხისგან.

ეს საჭიროება მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ რუსეთი თავს დაესხმებოდა.

ტრამპი, დიდი ალბათობით, თავისი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციას მოიპოვებს და დემოკრატ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს არჩევნებში დაუპირისპირდება.

ნატოს მიუნხენის კონფერენციას ბაიდენი ბოლო წლებია არ დასწრებია, თუმცა კონფერენციაზე ჩავა კამალა ჰარისი, რომელიც პარასკევს, კონფერენციის პირველ დღეს სიტყვით გამოვა. ჰარისი ისაუბრებს "ამერიკის როლის მნიშვნელობაზე გლობალურ ლიდერშიპში". ჰარისი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.

ჰარისს და მის ქმედებებს განსაკუთრებულად ახლოდან აკვირდებიან. ჯო ბაიდენის ასაკის გამო, მუდმივად მიდის იმის გახილვა, როგორ შეძლებს ჰარისი პრეზიდენტობის როლის შესრულებას იმ შემთხვევაში, თუ 81 წლის ბაიდენს რაიმე შეემთხვევა. 81 წლის ბაიდენი და 77 წლის ტრამპი ერთმანეთს ასაკის გამო მეხსიერების და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ქონაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG