ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში მაიორკასის იმპიჩმენტი დაამტკიცეს


რესპუბლიკელებით დომინირებულმა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ განმეორებით უყარა კენჭი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დანიშნულ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის იმპიჩმენტს. 13 თებერვლის საღამოს, რესპუბლიკელებმა კენჭისყრა მინიმალური უპირატესობით მოიგეს.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვრის უსაფრთხოების და იმიგრაციის პრობლემა წამყვანი საკითხი ხდება. ამერიკის საზღვრების დაცვა იმიგრანტების მასობრივი შემოდინებისგან კი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალეხანდრო მაიორკასის პასუხისმგებლობაა.

ალეხანდრო მაიორკასი, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი
ალეხანდრო მაიორკასი, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი

214 ხმით 213-ის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა იმპიჩმენტის ორი მუხლი. ამერიკელი კანონმდებლები მაიორკასს ყალბი განცხადებების გაკეთებაში და შეერთებული შტატების საიმიგრაციო კანონების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. რესპუბლიკელების მტკიცებით, სწორედ ამის ბრალია მიგრანტების რეკორდული ნაკადების შემოდინება მექსიკის საზღვრიდან.

ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიის ბოლო, თითქმის 150 წლის მანძილზე, როცა პალატამ პრეზიდენტის მიერ დანიშნული კაბინეტის წევრის იმპიჩმენტი დაამტკიცა. თუმცა, მაიორკასის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას დემოკრატებით მიერ კონტროლირებული სენატი, დიდი ალბათობით ხმას არ მისცემს.

ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტზე გამართული კენჭისყრის შედეგები წარმომადგენელთა პალატის ტელეეკრანზე
ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტზე გამართული კენჭისყრის შედეგები წარმომადგენელთა პალატის ტელეეკრანზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG