ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი შავკანიანი ქალი აირჩიეს


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო- ორგანიზაციის ლიდერად პირველი ქალი და პირველი აფრიკული წარმოშობის ადამიანი აირჩიეს.

ნიგერიელი ეკონომისტი, ნგოზი ოკონჯო-იუეალა, 66 წლისაა. ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის აღამსრულებელი დირექტორის პოზიციაზე დღეს, ორგანიზაციის წევრი 164 ქვეყნის წარმომადგენელს წარუდგინეს.

ახალმა დირექტორმა ონლაინ შეხვედრაზე თქვა, რომ მოუთმენლად ელის, როდის შეუდგება მუშაობას და დაიწყებს რეფორმებს ორგანიზაციის წესების შეცვლისა და უფრო მეტი მოდერნიზებისთვის.

"მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, არა მხოლოდ როგორც ქალს და აფრიკელს, არამედ ნდობისთვის, რომელიც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გამოუცხადეთ",- თქვა ნგოზი ოკონჯო-იუეალამ.

მისი თქმით, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კოვიდ-19 იქნება. მათ შორის "კოვაქსის" და "აქტის" პლატფორმების უფრო სწრაფად და გამართულად მუშაობა. სწორედ ეს პლატფორმები ანაწილებენ კორონავირუსის ვაქცინას ღარიბ ქვეყნებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG