ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დაჯექი და არ ილაპარაკო" - შეზღუდვები სენატორებისთვის საიმპიჩმენტო პროცესში


მაშინ, როცა აშშ-ის სენატში მნიშვნელოვანი კენჭისყრა არ მიმდინარეობს, ხშირად სავარძლები ცარიელია. შესაძლოა მხოლოდ კანონმდებლებთა მცირე ჯგუფი უსმენდეს კოლეგას, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე საუბრობს. სენატორები, ხშირ შემთხვევაში, პირადი საუბრებით, მიმოწერით ან სმარტფონებში „ტვიტერით“ არიან დაკავებული მაშინ, როდესაც მომხსენებელი ტრიბუნასთანაა.

მაგრამ, დონალდ ტრამპის ისტორიული მნიშვნელობის საიმპიჩმენტო პროცესზე ეს ვითარება უსათუოდ შეიცვლება. იმპიჩმენტის პროცესს ისტორიულ მნიშვნელობას ისიც სძენს, რომ ეს ამერიკის ისტორიაში მესამედ ხდება. სენატის უმრავლესობის ლიდერის მიერ შეთავაზებული პროცესის წესები, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა, კანონმდებლებს რიგ შეზღუდვებს უწესებს.

გადაწყდა, რომ საიმპიჩმენტო განხილვას ასივე სენატორი სრულად, მთელი პროცესის განმავლობაში უნდა დაესწროს. მათ არ აქვთ უფლება, ხანგრძლივად დატოვონ პროცესი მიმდინარეობისას, სახვადასხვა პოლიტიკური ან და პარტიული მიზნებისთვის. წესდება ადგენს დარბაზში სენატორების განლაგებასაც. სენატორებმა მათთვის განსაზღვრული ადგილები უნდა დაიკავონ და თან არ უნდა ჰქონდეთ ნებისმიერი სახის „საკითხავი“, გარდა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებული მასალებისა.

პოლიტიკოებს საუბარი უყვართ, მაგრამ იმპიჩმენტის საქმის წარდგენისას, მათ მეზობელ კოლეგებთან საუბარზეც უარის თქმა მოუწევთ. ასევე, უარის თქმა მოუწევთ საკუთარ სმარტფონებზე.

სენატორებს შორის, წესდებამ უკმაყოფილება გამოიწვია. "დაჯექი და არ ილაპარაკო - ეს ძალიან უხერხულია" - თქვა რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ. დემოკრატი სენატორის დები სტაბენოუს თქმით, კი კანონმდებლებისთვის, ამ წესების შესრულება დიდი გამოწვევა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG