შეერთებულ შტატებში არიზონას საიმიგრაციო კანონის ირგვლივ ატეხილმა დებატებმა უზენაესი სასამართლოს შენობაში გადაინაცვლა. სასამართლომ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც არიზონაში პოლიციელს შეუძლია ნებისიმიერი პიროვნება შეაჩეროს და საიმიგრაციო სტატუსი შეუმოწმოს .
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, კანონის ამოქმედებამ შესაძლოა საემიგრაციო სამსახურები გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენოს. ანალოგიური საიმიგრაციო კანონი 2007 წლიდან ვირჯინიის შტატშიც ამოქმედდა.
ფრანჩისკა სროტო უფლისწულ ვილიამის საგრაფოში რესტორანს ფლობს. მას ადრე 22 თანამშრომელი ჰყავდა, ახლა კი მხოლოდ ერთი შემორჩა. მიზეზი ერთია - რესტორანს ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები აღარ სტუმრობენ.
2007 წელს საიმიგრაციო კანონის ლეგალიზაციის შემდეგ, იმიგრანტები ვირჯინიის შტატს ტოვებენ:
“ისინი გაურბიან მკაცრ კანონს.ამ საგრაფოში ცხოვრება უკვე აღარავის აწყობს.“
უფლისწული ვილიამის საგრაფო შეერთებული შტატების დედაქალაქის - ვაშინგტონის გარეუბანშია. აქ მცხოვრები მოსახლეობის ოცი პროცენტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტია. თუმცა აქვე დიდი რაოდენობით არალეგალური სტატუსის მქონე ადამიანიც ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად არალეგალურ სამუშაოს ასრულებენ. არიზონას შტატისგან გასნხვავებით, პოლიციელებს ვირჯინიაში პიროვნების სტატუსის შემოწმება მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეუძლიათ.
როგორც საგრაფოს ზედამხედველი კორი სტიუარტი ამბობს, ვირჯინიაში ამ კანონის ამოქმედება მას მერე გახდა აუცილებელი, რაც იმატა მძიმე დანაშაულთა როადენობამ, რომლებსაც ძირითადად არალეგალური სტატუსის მქონე პიროვნებები ჩადიოდნენ:
„კანონის ამოქმედების შემდეგ მძიმე დანაშუალთა როადენობამ 48 პრიცენტით დაიკლო.“
საზოგადოებირივი აქტივისტის არასელი პანამენოს თქმით, უფლისწულ ვილიამის საგრაფოში ეკონომიკურმა კრიზისმა და საემიგირაციო პოლიტიკამ საზოგადოება ორად გაყო. იგი იხსენებს დღეს, როდესაც საკუთარი ავტომობილის საქარე მინაზე წერილი ტექსტით, “ დაბრუნდი შენს მშობლიურ სალვადორში“ დახვდა.როგორც ამერიკელი მოქალაქე , არასელი ამ წერილმა ძალზე შეურაცხყო:
„თავი გარიყულად და დამცირებულად ვიგრძენი. სად უნდა დავბრუნდე, ამერიკა ხომ ჩემი სამშობლოა.“
როდესაც უზენაესმა სასამართლომ არიზონას პოლიციელებს უფლება მიანიჭა, ნებისმიერ მოქალაქეს საიმიგრაციო სტატუსი შეუმოწმონ, უფლისწულ ვილიამის საგრაფოსთვის ეს გადაწყვეტილება ერთგვარ გაფრთხილებადაც იქცა. ვირჯინიის საიმიგრაციო კანონის შეცვლასაც უკვე ნაკლების შანსი აქვს. თუმცა სასამართლოს კარი ყველასთვის ღიაა და მისი გაპროტესტება ყოველთვის შეიძლება.