საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურმა შეხვედრამ , რომელიც 2012 წელს გაიმართება, ტოკიოში გადაინაცვლა. ეს ერთგვარი მხარდაჭერაა იაპონიისა, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ფეხზე დადგომას ცდილობს.
ეს შეხვედრა ეგვიპტეში იყო დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არასტაბილურ მდგომარეობაშია, რამაც გადაწყვეტილების შეცვლა განაპირობა.
2012 წლის ოქტომბერში მაღალი დონის შეხვედრაბი ტოკიოში შედგება.