ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი სასამართლოში დაიბარეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ქრისტინ ლაგარდი საფრანგეთის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. ის სასამართლოში მაისში უნდა გამოცხადდეს და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობის დროს მომხდარი სკანდალის შესახებ სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

სამართლოში გამოცხადება შეიძლება საფუძვლად დაედოს ოფიციალურ გამოძიებას. სავალუტო ფონდის დირექტორის პარიზში მდებარე ბინაში საფრანგეთის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პოლიცია ცდილობს დაადგინოს გამოიყენა თუ არა ლაგარდმა საჯარო თანხები არამიზნობრივად, როცა ბიზნესმენ ბერნარდ ტაპიესა და სახელმწიფოს შორის არსებული 520 მილიონი დალარის ოდენობის დავის გადაჭრაში შუამავლის როლი შეასრულა.

ტაპიე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის მეგობარი იყო, სარკოზი კი ლაგარდის უფროსი. ლაგარდი აცხადებს, რომ არასწორი არაფერი გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG