ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაგარდი ქვეყნებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკური სირთულეების, მათ შორის ეკონომიკის ნელი ზრდის, გადასალახად ქვეყნებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.

“დიდი ხანია ზრდა ძალიან ნელი ტემპებით მიდის, რასაც გავლენა აქვს ბევრი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე,” განაცხადა ლაგარდმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში სიტყვით გამოსვლისას.

გამოწვევებს შორის ლაგარდმა ასევე დაასახელა ინვესტიციების შემცირება, უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა ევრო-ზონაში და ინფლაცია იაპონიაში.

ლაგარდმა “ნათელი წერტილი” უწოდა ინდოეთს, სადაც, მისი თქმით, იზრდება ეკონომიკა და შემოსავლები.

XS
SM
MD
LG