კონსერვატორების და ხალხის პარტიის ორგანიზებით თბილისში ბოლო თვეებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს დევნილებმა,რომლებიც აცხადებენ , რომ უახლოეს მომავალში თბილისში მდებარე 25 ობიექტიდან დევნილთა გამოსახლება იგეგმება, 15 იანვრიდან დევნილები ,საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრებიან. დევნილები ხელისუფლებისგან იმ ფართების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, სადაც ახლა ცხოვრობენ.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ყოფილი პარლამენტარი, ამჟამად ხალხის პარტიის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე ამბობს, რომ ხალხის პარტიამ ყველა ჩასახლების ადგილი მოინახულა: ” დევნილთა სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად მოვიარეთ ჩასახლების ადგილები და აღმოჩნდა, რომ დევნილებისთვის მხოლოდ 83 ბინა არის, ოღონდ მხოლოდ ბინა, არც მიწა, არც არაფერი. ეს არის კომუნისტების დროს სხვადასხვა მიზნებისთვის აშენებული 2-3 სართულიანი შენობები, მას შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი. სულ არის 83 ბინა, დევნილთა რაოდენობა, რომლებიც ზაფხულში გამოყარეს არის 4 ათასი, დევნილთა რაოდენობა, რომლებსაც 25 ობიექტიდან 15 იანვრიდან გამოყრიან 3 ათასიდან 4 ათასამდე მერყეობს”...
საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ დევნილ ახალგაზრდა ქალბატონს, ლიკა შენგელიას გავესაუბრე, რომელიც აქციზე ჩვილი ბავშვით ხელში მივიდა : ” ვცხოვრობდი 2008 წლიდან რუსეთის ყოფილი გენშტაბის შენობაში. 27 დღე ლტოლვიოლთა და განსახლების სამინისტროს ეზოში სხვა დევნილებთან ერთად ვიჯექი კარავში, მერე იძულებული გავხდი მე-8 საავადმყოფოში დევნილების საერთო საცხოვრებელში შევიჭერი.. არის იქ კიდევ ადგილები იმ დევნილებისთვის, რომლებიც ზიან კარავში, მაგრამ არ შეყავთ”..
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით დევნილები რეგიონებში გადანაწილდებიან, საცხოვრებელ ფართებში, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ , ბ-ნ ვალერი კოპალეიშვილის თქმით ”ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარდება, მაგრამ ცალკეული პოლიტიკოსები ამ საკითხით პიარის გაკეთებას არ უნდა ცდილობდნენ ”.