თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მეწყერმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რიზის პროვინციაში წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა არაერთი საცხოვრებელი სახლი და გზა გაანადგურა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი გიუნდოგდუ.
აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო იმოწმებს თურქეთის ხელისუფლების განცხადებებს, რომელთა თანახმად 6 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაკარგულად ითვლება.
ცნობილია, რომ სტიქიის რეგიონში ვიზიტს გეგმავს თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.