ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის აღმოსავლეთი სანაპირო პარალიზებულია


სუპერ-შტორმის - „სენდის" მოსვლამდე საათები რჩება

შეერთებული შტატების აღმოსავლეთი სანაპირო ე.წ. „სუპერ-შტორმისთვის“ ემზადება. ციკლონი „სენდის“ ეფექტი, სინოპტიკოსების აზრით, შესაძლოა 60 მილიონამდე ადამიანმა იგრძნოს. ძლიერი ქარი და წვიმა ჩრდილოეთ კაროლინადან მასაჩუსეტის შტატამდე რეკორდული რადიუსით გავრცელდება.

„სენდის“ მოლოდინში პარალიზებულია ნიუ იორკი, ფილადელფია, ვაშინგტონი და უამრავი სხვა დასახლებული პუნქტი. დიდ ქალაქებში დღეს დილიდან აღარ ფუნქციონირებს მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებები. დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო სამსახურები. ქვეყნის მსხვილ აეროპორტებში ორშაბათს 6 ათასამდე და 700-ზე მეტი სამშაბათის რეისი გაუქმდა.

ობამას კამპანიის მენეჯერი, სტეფანი კატერი ახმოვანებს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელექტორატთან დაგეგმილი შეხვედრების გაუქმების შესახებ. უსაფრთხოების მოსაზრებით ვირჯინიის შტატში კამპანია რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიტ რომნიმაც შეწყვიტა. პრეზიდენტი ობამა კვირას „ფიმას“ - ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს - ბრიფინგს დაესწრო. მან ამერიკელებს მოუწოდა შტორმის საფრთხეს მაქსიმალური სერიოზულობით მოეკიდონ და შტატის და ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებები გაითვალისწინონ.
XS
SM
MD
LG