ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სენდის" მოლოდინში


დროებით შეწყვეტილია საარჩევნო კამპანია, არ მუშაობს სახელმწიფო სექტორის უმეტესი დაწესებულება

სინოპტიკოსების განცხადებით, ძლიერი ქარიშხალის - „სენდის" მოახლოების გამო ორშაბათს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვითარება გაუარესდება. შტორმი ამ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს დაარტყავს.

ბოლო დღეების განმავლობაში „სენდი" სანაპიროზე, ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. აღნიშნული ქარიშხალი აღმოსავლეთ სანაპიროზე მოძრაობისას ზამთრის ორ შტორმს შეუერთდება და ამით, „სუპერშტორმს" წარმოშობს, რომელმაც შესაძლოა 60 მილიონ ადამიანზე მოახდინოს გავლენა.

სპეციალისტების აზრით, ორშაბათსვე მასაჩუსეტის შტატიდან ვირჯინიის შტატამდე ძლიერი წვიმანარევი ქარი ამოვარდება. ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, სიტუაცია „სიცოცხლისთვის სახიფათო" პირობებს შექმნის. ნიუ იორკის სანაპიროსთან წყლის სიმაღლე, სავარაუდოდ, 3 მეტრს მიაღწევს.

ამ წუთებში, ვაშინგტონში, ფილადელფიასა და ნიუ იორკში დაკეტილია სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. დღესვე, გაერომ გააუქმა ყველა დაგეგმილი შეხვედრა. დედაქალაქში გაჩერებულია ყველა სახელმწიფო უწყება.
XS
SM
MD
LG