ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალ "მაიკლის" მსხვერპლი 6 ადამიანამდე გაიზარდა


ქარიშხლით დაზიანებული შენობები ფლორიდის შტატში
ქარიშხლით დაზიანებული შენობები ფლორიდის შტატში

ხუთშაბათს ქარიშხალ "მაიკლის" სიჩქარემ იკლო და საათში 85 კილომეტრს არ აღემატებოდა. თავიდან, ატლანტის ოკეანიდან კონტინენტზე გადმოსვლისას, ქარის სიჩქარე საათში 249 კილომეტრს აღწევდა.

ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტროპიკული შტორმის "მაიკლის" გამო, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა. მაშველები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ამ დროისთვის ელექტროენერგია ფლორიდის, ალაბამის, ჯორჯიის და სამხრეთ კაროლინის შტატებში, 800 000-ზე მეტ ოჯახს და ბიზნესს არ მიეწოდება.

მას შემდეგ, რაც ქარიშხლების აღრიცხვა დაიწყო, ფლორიდის შტატისთვის ეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი გრიგალი იყო, მთლიანად ამერიკის ტერიტორიაზე კი - რიგით მესამე. შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ტროპიკული შტორმი "მაიკლი" ვირჯინიის შტატს თანდათან სცილდება და ატლანტის ოკეანეში ბრუნდება. თუმცა, პროგნოზის მიხედვით, წყალდიდობების საშიშროება ზოგან, მათ შორის, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ჯერ კიდევ ნარჩუნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG