ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამა ქარიშხალ „აირინის“ გამო რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცახდა, მათ შორის, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში და ნიუ-იორკში. „აირინს“ უკვე აღარ განიხილავენ ქარიშხლად, რადგან ის შესუსტებულია და საათში 55 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. „აირენი“ უკვე კანადისკენ მიემართება, სადაც უკვე ელოდებიან ძლიერ წვიმას. პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელებს მიმართა და განაცხადა, რომ ქარიშხლის შედეგები დასრულებული არ არის. ჩრდილო-დასავლეთ შტატებში მოსალოდნელია ძლიერი წყალდიდობა. ქარიშხლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აღმოსავლეთ სანაპიროზე მთლიანად პარალიზებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ყველაზე მეტად ჩრდილოეთ კაროლინა და ნიუ-ბერნი დაზარალდა, სადაც 40 სანტრიმეტრამდე ნალექი მოვიდა. ნიუ-იორკის დახურული აეროპორტები, სავარაუდოდ, უკვე დღეიდან განაახლებენ მუშაობას.

XS
SM
MD
LG