ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი აირინი კვლავ მძვინვარებს


ქარიშხალი აირინი კვლავ მძვინვარებს

ქარიშხალი აირინი დღეს ღამეს კანადის სანაპიროს დაატყდება თავს.

ქარიშხალი აირინი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე აგრძელებს ბობოქრობას. ქარიშხალმა სულ ცოტა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


ქარიშხალი დღეს ნიუ იორკს დაატყდა თავს. ქარის სიმძლავრე საათში 120 კილომეტრს აღწევს. სინოპტიკოსების განცხადებით ნიუ იორკის ცათამბჯენების ზემო სართულებზე მცხოვრები ადამიანები უფრო ნათლად შეიგრძნობენ ქარის სიმძლავრეს ვიდრე ქვედა სართულების მაცხოვრებლები.


ქარიშხალი აირინი დღეს ღამეს კანადის სანაპიროს დაატყდება თავს. ქარიშხალის გამო მერილენდის და ნიუ ჯერსის შტატებში ორი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერეს.


ორი მილიონი სახლი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG