ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ღორებო, ხელები შორს თეატრისგან" - საპროტესტო აქცია უნგრეთში


ბუდაპეშტი, 9 დეკემბერი, 2019 წ.

უნგრეთის ხელისუფლების მიერ ორშაბათს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, უნგრულ თეატრებზე მთავრობის კონტროლი გამკაცრდება. ახალი რეგულაციის გამო, გასულ უქმეებზე უნგრეთში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ვიდრე კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდებოდა, პარასკევს გაჟონა მისმა ორიგინალურმა ვერსიამ, რომელიც კიდევ უფრო მკაცრი იყო. მთავრობის ინიციატივით, ახლად შექმნილი კულტურის ეროვნული საბჭო იქნება პასუხისმგებელი "კულტურის სხვადასხვა სეგმენტების საერთო სტრატეგიულ მიმართულებებზე". პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდილობს აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ამ კვირაშივე დამტკიცდეს.

კვირას, ბუდაპეშტში, წვიმაში და სიცივეში გამართულ აციაზე 2 ათასამდე ხელოვანი გამოვიდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა მათ შემოქმედებით თავისუფლებას უზღუდავს. "ღორებო, ხელები შორს თეატრისგან" - ეწერა დემონსტრაციაზე გამოტანილ ტრანსპარანტებზე.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბუდაპეშტის ახალგაზრდა ლიბერალი მერი გერგელ კარაკსონიც, რომელმაც მხარი დაუჭირა დემონსტრანტებს. საპროტესტო გამოსვლაში რიგითი უნგრელებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო მაგალითად, 67 წლის პენსიონერი, ყოფილი ავტობუსის მძღოლი გაბორ ტიმარი, რომელიც ამბობდა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი საფრთხეს უქმნის თეატრების დამოუკიდებლობას.

აქცია ტრაფოს თეატრში
აქცია ტრაფოს თეატრში

საპროტესტო აქციები გაიმართა უნგრული თეატრების შენობის შიგნითაც. მონაწილეები დაწყებული პროტესტის სიმბოლოდ სახეზე აფარებულ ხელს იყენებენ. დაიწყო ხელმოწერები სახელდახელოდ შექმნილ პეტიციაზე, რომელსაც ხელს უკვე 50 000-ზე მეტი ადამიანი წერს. მსახიობები პეტიციას თეატრებში და სოციალურ ქსელებში ხმამაღლა კითხულობენ. "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეოებში, უნგრეთის წამყვანი მსახიობები და რეჟისორები აცხადებენ, რომ მათ ეს ზომა კომუნისტურ ეპოქას აგონებთ, როცა სახელმწიფო მათი ცხოვრების უმეტეს ნაწილს, მათ შორის ხელოვნების დარგებსაც აკონტროლებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG