ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლტოლვილების წინააღმდეგ უნგრეთი მკაცრი ზომების გატარებას აპირებს


პარასკევს შუაღამეს, უნგრეთი ხორვატიასთან საზღვარს ჩაკეტავს, რათა ჩრდილოეთ ევროპისკენ მიმავალი ათასობით მიგრანტის შედინება შეაკავოს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სჟიჟარტომ ეს განცხადება ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა. ხორვატიის საზღვრის გასწვრივ ღობის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უნგრეთი ხორვატიის საზღვარზე შენგენის თავისუფალი გადაადგილების წესის აღსრულებას გააგრძელებს და საზღვრის გადაკვეთა ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებში მოხდება.

XS
SM
MD
LG